saqarTvelos mdinareebi - gubiswyali
სათავე | სემი |
სიგრძე | 36 კმ |
შესართავი | 442 კმ² |
მდინარე იმერეთის დაბლობზე, რიონის მარჯვენა შენაკადი (ერთვის ქ. სამტრედიასთან), წარმოიქმნება მდინარეების ყუმისა და სემის შეერთებით სოფ. დედალაურთან ზღვის დონიდან 105 მ. სიგრძე 36 კმ, აუზის ფართობი 442 კმ². საზრდოობს წვიმის წყლით. წყალმოვარდნა იცის შემოდგომისა და ზაფხულში, წყალმცირობა - აგვისტოსა და სექტემბერში. საშუალო წლიური ხარჯი - 16,3 მ3/წმ. იყენებენ სარწყავად.
ციტატა
„მოერთვის რიონს ჩრდილოდამ გუბისწყალი. გამოსდის ოკრიბასა და ვაკეს შორისს მცირეს მთას, დადის ფრიად ფლატოიანსა და ბარდნალიანს ადგილსა ზედა... ამ გუბისწყალს ეწოდა სახელი ესე გუბედ მომდინარეობისთვის“
ვახუშტი ბატონიშვილი